თბილისის საკრებულოს დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ გიორგი გაბაშვილმა ბრიფინგი გამართა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატურები გააკრიტიკა.
როგორც საკრებულოს წევრმა განაცხადა, წარმოდგენილი მთავრობა ნარმანიასა და კალაძის ერთიანი გუნდია და შესაბამისად, მთავრობაშიც, ძირითადად, იგივე ადამიანები რჩებიან.
გიორგი გაბაშვილმა დღესვე მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ "ევროპული საქართველო" კალაძის მიერ წარდგენილ გუნდს უარყოფითად აფასებს.